"კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„რუსეთმა წუხელ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები იყო. კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.
„ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი