"შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია.
„დიახ, მე ვთქვი, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არსაითკენ მიმავალი გზა არის, თუ შეხვედრებს უბრალოდ [უკრაინის] ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან გამართავ. ამაზე უარი არასდროს მითქვამს, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და გარკვეულ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი