“უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა” - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ეს [28 აგვისტოს] დარტყმა სრულიად მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ომი სურთ და ურტყამენ არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, რუსეთი ახლა ურტყამს ყველას მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
\
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს დარტყმაა ევროპაზე, ასევე ეს რუსეთის დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე, სხვა გლობალურ სუბიექტებზე”.
“ვაშინგტონში ჩვენ გვესმოდა, რომ პუტინი თითქოსდა მზად არის ომის დასრულებისთვის - ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და საკვანძო საკითხების მოგვარებისთვის. მაგრამ ის ბალისტიკურ რაკეტებს ირჩევს მშვიდობისკენ რაიმე რეალური ნაბიჯების ნაცვლად. ის ბავშვებს კლავს, რათა არ ილაპარაკოს იმაზე თუ როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ეშინია ასე დარტყმა იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის რაღაცას პირდება”,- განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს