აშშ-ში ფრენის დროს თვითმფრინავს ფრთის ნაწილი ჩამოვარდა
„ნიუსვიკის“ ცნობით, აშშ-ში, „დელტა ავიახაზების“ Boeing 737-ის ფრთის ნაწილი ფრენის დროს მოწყდა.
„რეისი 1893, Boeing 737, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტიდან ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავდა, როდესაც მგზავრებმა შენიშნეს, რომ ფრთის ნაწილი მოწყდა“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
თვითმფრინავში 62 ადამიანი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ოსტინში რუტინული დაშვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარცხენა ფრთის ფარის ნაწილი არ იყო დამონტაჟებული. თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურების მიზნით ექსპლუატაციიდან ამოიღეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე