“არანაირი ნატოს ჯარი სამშვიდობოდ, რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს” - მედვედევი
რუსეთი უკრაინაში ნატოს არანაირ სამხედრო კონტინგენტს არ დაეთანხმება და მას უსაფრთხოების ასეთი გარანტიები არ სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილმა „მსურველთა კოალიციამ“ უკრაინაში მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში „ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“ დამხმარე ძალები უნდა განალაგოს.
„უტვინო გალიურ მამალს არ შეუძლია უარი თქვას „უკრაინაში“ ჯარების გაგზავნის იდეაზე. პირდაპირ ითქვა: არანაირი ნატოს ჯარი სამშვიდობოებად. რუსეთი ასეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი, საცოდავი ჩიტი აგრძელებს ყვირილს, რაც ამტკიცებს, რომ ის ქათმების მეფეა“, – წერს მედვედევი X-ზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე