“სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ათამდე ქვეყანა უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზადაა” - მედია
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, დაახლოებით ათამდე ქვეყანა მზადაა, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარი გაგზავნოს.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი პოტენციური მშვიდობის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის დადების პირობებში განიხილება.
როგორც “ბლუმბერგი” აღნიშნავს, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის წინ, კიევი უფრო ძლიერ პოზიციაზე დააყენონ.
„ბლუმბერგის“ წყაროებმა დასძინეს, რომ შემოთავაზებული დახმარების პაკეტის პირველი ფაზა ფოკუსირებული იქნება უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე წვრთნებისა და პერსონალის გაძლიერების გზით. ამას უზრუნველყოფს მრავალეროვნული ჯგუფი, რომელიც ძირითადად ევროპული ჯარებისგან შედგება, ხოლო დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ასობით ჯარისკაცს გაგზავნიან, რომლებიც ფრონტის ხაზებიდან მოშორებით იქნებიან განლაგებულნი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გამორიცხა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსება, თუმცა თქვა, რომ ამის სურვილი რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა და ამას არ ეწინააღმდეგება. ტრამპის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას საჰაერო საშუალებებით გაუწიოს მხარდაჭერა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე