მექსიკაში, გზატკეცილზე 6 ადამიანის თავი იპოვეს
მექსიკაში, ტლასკალასა და პუებლას შტატებს შორის სასაზღვრო ზოლში მდებარე გზატკეცილზე 6 ადამიანის თავი იპოვეს.
„პროკურატურამ პუებლასა და ტლასკალას შტატების საზღვარზე ექვსი მამაკაცის თავის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის აგენტები და სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ექსპერტები მივიდნენ, სადაც მათ პირველადი შემოწმება ჩაატარეს“, – ნათქვამია ტლასკალას პროკურატურის განცხადებაში.
იზტაკისტლას მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ, სადაც ნეშტი იპოვეს, მკაცრად დაგმო ინციდენტი და განაცხადა, რომ რომ ისინი კოორდინაციას უწევენ შტატის გენერალური პროკურორის ოფისსა და უსაფრთხოების ძალებს ინციდენტის გარემოებების გასარკვევად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულის ადგილზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ხელმოწერილი მუქარის შემცველი პოსტერი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ეს ტერიტორიაზე მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორებას უკავშირდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე