ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“
ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
„უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს: იქნება ეს სხვა მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობა თუ მესამე ქვეყნების დახმარება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლის ღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და მოუნელებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე