ესპანეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ევროკავშირი ქვეყანას დახმარებას უგზავნის
ევროკავშირი ესპანეთში, მძვინვარე ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად ორ თვითმფრინავს აგზავნის მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პირველად აამოქმედა ევროკავშირის კატასტროფების შედეგად ხანძრების დახმარების მექანიზმი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მან ევროკავშირს ორი წყლის ბომბდამშენი თვითმფრინავის ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში განლაგება სთხოვა მას შემდეგ, რაც ჩრდილო-დასავლეთ ლეონის რეგიონში ხანძრის ჩაქრობისას მესამე ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ AEMET-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცხე ორშაბათამდე გაგრძელდება და ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 44 გრადუს გადააჭარბებს, რაც ხანძრების შემდგომი გავრცელების რისკს ზრდის.
მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.
როგორც “ბიბისი” წერს, ესპანეთთან ერთად, ხანძრების გამო ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გაააქტიურეს საბერძნეთმა, ბულგარეთმა, მონტენეგრომ და ალბანეთმაც.
ევროკავშირის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ხანძრების გამო, დაახლოებით, 439 000 ჰექტარი მიწა დაიწვა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 187 643 ჰექტარს შეადგენდა.
წლის დასაწყისიდან სულ 1628 ხანძარი დაფიქსირდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე