“რუსები შეეცდებიან ამერიკა მოატყუონ, რასაც არ დავუშვებთ” - ზელენსკი
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსები ამერიკის მოტყუებას შეეცდებიან.
10 აგვისტოს დღის ბოლოს, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შემდეგ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთისგან არ ჩანს რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, ამიტომ საჭიროა ახალი სანქციები და ზეწოლა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ძალა უნდა აჩვენოს პირველ ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა და საჭიროა ძალა ევროპისგან და მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან, რომლებსაც სურთ მშვიდობა და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ თუ რუსეთს ომის შეჩერება არ სურს, მისი ეკონომიკა უნდა გააჩერონ.
ზელენსკის თანახმად, რუსებს განზრახული აქვთ ამერიკის მოტყუება სცადონ, რასაც არ დაუშვებენ.
15 აგვისტოს ალასკის შტატში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამერიკული წყაროების ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს ალასკაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას.
გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, პუტინი სავარაუდოდ, მზად არის ზავზე, თუ უკრაინა დათმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე