საფრანგეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს
საფრანგეთის სამხრეთში, ოდის რეგიონში ტყის ხანძარი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება და უკვე გაანადგურა 16,000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
მედიის ცნობით, ეს ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.
საფრანგეთის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლმა გაანადგურა ათობით საცხოვრებელი სახლი და მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. ადგილზე მობილიზებულია 2,000-ზე მეტი მეხანძრე და ათობით სპეციალიზებული ტექნიკა, მათ შორის Canadair-ის ტიპის წყლის გამფრქვევი თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ფრანგული მედიის ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ ხანძარი “კლიმატური კრიზისის პირდაპირ შედეგად” შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.
გარემოს დაცვის სპეციალისტების თქმით, ხანძრის სწრაფი გავრცელება განპირობებულია უკიდურესი სიცხით, ძლიერი ქარითა და რეგიონში ხანგრძლივი გვალვით. ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის 40°C-ს აჭარბებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს