“მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
ივლისში უკრაინასთან ომში 20 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან ვითომდა სასაცილო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა. ზედმეტია ეს უსარგებლო სიკვდილი! თუმცა, უკრაინამაც ძალიან ბევრი იზარალა. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მათ დაახლოებით 8000 ჯარისკაცი დაკარგეს და ეს რიცხვი არ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. უკრაინამ ასევე დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, რადგან რუსული რაკეტები ჩამოვარდა კიევსა და უკრაინის სხვა ადგილებში. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!“, – წერს ტრამპი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე