ამ გვერდის ამობედვა

„ამაზრზენი ქმედება“ — ტრამპი კიევზე რუსულ იერიშს გმობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 31 ივლისის ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული რუსული საჰაერო იერიში გააკრიტიკა.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის მოქმედებები “ამაზრზენია” და მიზნად მოსახლეობის ტერორს ისახავს.

 

აშშ-ის ლიდერის განცხადებით, მსოფლიომ ერთხმად უნდა დაგმოს მსგავსი ძალადობა და უკრაინას მხარი დაუჭიროს.

 

„ჩვენ სანქციებს დავაწესებთ. არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს მას [პუტინს]. სანქციებზე, ტარიფებსა და სხვა საკითხებზე ყველაზე მეტი ვიცი. არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“,- აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

 

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში რუსეთში გაემგზავრება.

წაკითხვა 72 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2025