ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, პუტინის 50-დღიანი ულტიმატუმი შეამციროს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გეგმავს, კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მიცემული ვადა შეამციროს.
ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პუტინით ძალიან იმედგაცრუებულია.
„ჩვენ გვქონდა დისკუსიები და ვფიქრობდით, რომ არაერთხელ მივაღწიეთ რაიმე სახის გადაწყვეტილებას. შემდეგ კი პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას უკრაინის ქალაქებში, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მე ვამბობ: ამის გაკეთება არ შეიძლება. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა აქედან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ კრემლის ლიდერისთვის წაყენებულ 50-დღიან ულტიმატუმს გადახედავდა.
შეგახსენებთ, ივლისის შუა რიცხვებში ტრამპმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მშვიდობის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად 50-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს ახალი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მაღალი გადასახადებისა და მეორადი სანქციების შემოღებაზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე