ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო შეტაკებაა – არის მსხვერპლი
სადავო სასაზღვრო ზონაში ტაილანდელ და კამბოჯელ ჯარისკაცებს შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე 12 ტაილანდელი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
წყაროს ცნობით, ბრძოლები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ მეზობელს შორის ხანგრძლივი დავის ესკალაციას აღნიშნავს. ბოლო კვირების განმავლობაში, კამბოჯამ და ტაილანდმა საზღვრის გასწვრივ დამატებითი სამხედრო ძალები განათავსეს.
ვითარება ტაილანდსა და კამბოჯას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთი დღით ადრე, საზღვრის გასწვრივ ნაღმის აფეთქების შედეგად, ტაილანდელი სამხედრო დაშავდა.
მედიის ცნობით, კამბოჯას ტაილანდის სოფელში რაკეტების გაშვებასა და საავადმყოფოზე თავდასხმაში ედება ბრალი, ხოლო ტაილანდმა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ტაილანდმა კამბოჯასთან მთელი საზღვარი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც ყველა იქ მყოფ თავის მოქალაქეს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ, კამბოჯამ ტაილანდთან დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზე შეამცირა.
ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა საუკუნეზე მეტია, გრძელდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს