მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას
18 ივლისს რუსეთის ჯარებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. არის მსხვერპლი.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად კამენსკის რაიონში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პავლოგრადის რაიონში - ერთი.
დაზიანებულია კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა და მაღაზია. გაჩნდა ხანძრები. უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, პავლოგრადში დაღუპული 52 წლის კაცი მატარებლის მემანქანე იყო. მისი თანაშემწე დაჭრილია.
დონეცკის ოლქში დრონებით დარტყმა იყო მოხალისეთა ავტომანქანაზე, რომლითაც როდინსკის რაიონიდან ევაკუირებული მოქალაქეები გადაჰყავდათ. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიჭრა სამი ადამიანი. ამავე ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაზიანებულია 15-ზე მეტი სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ზაპოროჟიეს ოლქის სტეპნოგორის რაიონზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ნაწილობრივ დანგრეულია მრავალბინიანი სახლი.
დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე