რუსეთმა ერთ კვირის განმავლობაში უკრაინაზე 1800 დრონით და 83 რაკეტით მიიტანა იერიში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ბოლო მიმართვაში ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელი კვირის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ იერიშზე.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 1800-ზე მეტი დრონი, 1200-ზე მეტი მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 83 რაკეტა.
„რუსეთი აძლიერებს ტერორს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ცდილობს სულ უფრო მეტად დააშინოს ხალხი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თავდასხმების ინტენსივობის მიუხედავად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მაღალეფექტიანობა აჩვენეს. ზელენსკიმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გადამტაცი დრონების წარმატებულ მოქმედებას, რის დახმარებითაც მხოლოდ ამ კვირაში ჩამოაგდეს ასობით რუსული დრონი.
როგორც ზელენსკიმ თქვა, თვითმკვლელი დრონების გამოყენება
ერთ-ერთი იარაღია, რომლითაც რუსეთი ომის გახანგრძლივებას ცდილობს.
მისი აზრით, ამ საფრთხის ნეიტრალიზება აუცილებელი პირობაა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის გასაძლიერებლად.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე