რუსებმა ზაპოროჟიე დრონებით დაბომბეს – არიან დაშავებულები
რუსი დამპყრობლები ზაპოროჟიეს ქალაქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებენ, უკვე არიან დაშავებულები,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
„წინასწარი მონაცემებით, ზაპოროჟიეში მტრის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაშავდა. თავდასხმა გრძელდება, დარჩით უსაფრთხო ადგილებში!“, – აღნიშნა ფიოდოროვმა.
მან ასევე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ განაცხადა.
„მტერმა ზაპოროჟიეზე ექვსი თავდასხმა განახორციელა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტის შენობა და რეგიონულ ცენტრში არსებული საწარმოები“, – განაცხადა ფიოდოროვმა.
საპატრულო პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმების შედეგად საგზაო მოძრაობა შეზღუდულია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე