სომხეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩს სომხეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესახებ ნოტა გადასცა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს რუსულ სახელმწიფო მედიაში და ოფიციალურ პირებს შორის სომხეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების თაობაზე ნოტა გადასცა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა აღნიშნა, რომ განცხადებაში გამოთქმულია მტკიცე პროტესტი რუსულ მედიაში სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ ღიად არამეგობრული, ხშირად მტრული პროპაგანდის მიმართ, რომელსაც აქტიურად ამყარებს ზოგიერთი თანამდებობის პირის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, მედიისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებები.
საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე სომხეთის ხელისუფლების საქმიანობაზე თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია.
ამასთან, საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ცალკეული დეპუტატების კომენტარები და განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თავიდან ასაცილებლად განხორციელებულ სამართლებრივი ქმედებებთან დაკავშირებით არა მხოლოდ გაოცებას, არამედ აღშფოთებასაც იწვევს.
„ამგვარად, მსგავსი განცხადებები არათუ აბსურდულია, რადგან გაუგებარია, როგორ და რატომ ითვლება სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება არამეგობრულ ნაბიჯად, არამედ წარმოადგენს სომხეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად ტარდება სომხეთში დემოკრატიის, კანონიერებისა და კონსტიტუციური წყობის შელახვის მიზნით“, – აღნიშნეს სომხეთის საგარეო უწყებაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა