“საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია” - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
„არა, დღეს მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
დონალდ ტრამპს ასევე შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეჩერების შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მიწოდება არ შეჩერებულა.
„ჩვენ არ შეგვიწყვიტავს, ჩვენ ვაძლევთ იარაღს, რადგან ძალიან ბევრი იარაღი მივეცით. ჩვენ ვაძლევთ იარაღს და ვმუშაობთ მათთან და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. იცით, ბაიდენმა მთელი ჩვენი ქვეყანა დაცარიელა იარაღის მიცემით და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი გვაქვს საკუთარი თავისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე