ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს.
შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ ციფრული სერვისების გადასახადის დაწესებაა.
„ახლახან გვაცნობეს, რომ კანადამ, ქვეყანამ, რომელთანაც ვაჭრობა ძალიან რთულია, მათ შორის იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტებზე 400%-იანი ტარიფები ჰქონდათ დაწესებული, ახლახან გამოაცხადა, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი და აშკარა თავდასხმაა.
ისინი აშკარად კოპირებენ ევროკავშირს, რომელმაც იგივე გააკეთა და ამჟამად ჩვენთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ აღმაშფოთებელი გადასახადის საფუძველზე, ჩვენ ამით ვწყვეტთ კანადასთან ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიას, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შევა. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში კანადას ვაცნობებთ იმ ტარიფს, რომელსაც ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქმიანი ურთიერთობებისთვის გადაიხდიან“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს