ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი აშშ-ის და ისრაელის დასჯას მოითხოვს
ამერიკული ავიაციის მიერ ირანის რამდენიმე რაიონის დაბომბვის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში 23 ივნისს დაწერა, რომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ირანის ყველა ბირთვულ ობიექტს „მონუმენტური ზიანი" მიადგა.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ზუსტი ტერმინი განადგურებაა.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანი ისევ დიადი გახადოს, რატომ არ უნდა შეიცვალოს ეს რეჟიმი?
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, 22 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ აშშ დაადანაშაულა აბსურდული საბაბით ომის გაჩაღებაში და განაცხადა, რომ თეირანი აგრესიისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებს.
ირანელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი დასდო კიდევ ერთ „ხანგრძლივ და უაზრო ომში" ამერიკის ჩათრევაში. ირავანიმ მოითხოვა, რომ ისრაელს და აშშ-ს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა მთელმა მსოფლიომ უნდა გადაუხადოს.
დანონის თანახმად, ირანის მიმართ იყო დიპლომატიის მცდელობა, მაგრამ მან „მოლაპარაკებები თეატრად აქცია" და დროის მოსაგებად გამოიყენა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე