ილონ მასკი ნანობს დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მულტიმილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა სინანული გამოთქვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო.
11 ივნისს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში, თავს გვერდზე დაწერა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი „ძალიან შორს წავიდა“. რომელ პოსტებს ნანობს, მასკს არ დაუკონკრეტებია.
ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო სივრცეში კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მასკმა გააკრიტიკა ტრამპის „დიდი და ლამაზი" საგადასახადო კანონპროექტი, რომელიც მასკის შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ილონ მასკით იმედგაცრუებულია და მისი მხრიდან კანონპროექტის კრიტიკის რეალური მიზეზი ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებაა.
მასკმა ეს უარყო, განაცხადა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა, შემდეგ კი X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ისიც დაწერა, რომ „მართლაც დიდი ბომბის ჩამოგდების დროა“, დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით არ გამოქვეყნებულა.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე