“15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელი უნდა ავკრძალოთ” - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელზე წვდომას აკრძალავს. მაკრონის თქმით, მთავრობა ამას მომდევნო თვეებში გააკეთებს, თუ მანამდე ევროკავშირი არ მიიღებს შესაბამის ზომებს.
"ჩვენ უნდა ავკრძალოთ სოციალური ქსელი 15-წლამდე ბავშვებისთვის. რამდენიმე თვეს ვაძლევ, რათა ევროპა მობილიზდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საფრანგეთში ჩვენით დავიწყებთ. ვერ დავიცდით" – ამბობს მაკრონი ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, 10 ივნისს საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის სკოლის მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი დანით მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელს მოსწავლემ სასიკვდილო ჭრილობა ჩანთის რუტინული შემოწმების პროცედურის დროს მიაყენა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს