სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა უკრიანაში რუსეთის ღამის საჰაერო იერიშის შედეგად
25 მაისს გამთენიისას რუსეთის არმიამ რაკეტებითა და დრონებით შეუტია უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს. ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება ოთხი დაღუპულის, ხუთი დაშავებულის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.
„წინასწარი მონაცემებით დაინგრა ექვსი კერძო საცხოვრებელი შენობა, დაზიანდა 20-ზე მეტი. ასევე ჩაიმსხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრები“, - განაცხადეს რეგიონის ადმინისტრაციაში.
სამი ადამიანი დაღუპა კიევის ოლქში, ათი დაიჭრა. დაზიანებულია ბიზნეს ცენტრი და საერთო საცხოვრებელი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ნიკოლაევზე რუსეთის იერიშის შედეგად.
„ღამის თავდასხმის შედეგად, უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. 06:00 საათის მონაცემებით, მაშველებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული დანგრეულია. ნანგრევებიდან ორი ქალი ამოიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ევაკუირებულია 210 მცხოვრები“, - ნათქვამია ადმინისტრაციის შეტყობინებაში.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი