იტალიაში, მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ბოლცანოში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, 43 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის მაღაზიიდან მოპარული ნივთების გატანას ცდილობდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ მან ქურთუკსა და შარვალში სხვადასხვა ნივთები ჩაილაგა და ადგილის დატოვება სცადა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. დაკავებულმა პოლიციის მოსვლამდე მაღაზიის დაცვის თანამშრომლების მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენა და გაქცევა სცადა, მაგრამ ის მაინც დააკავეს.
მედიის ცნობით, ბრალდებულს იტალიაში ლეგალურად ცხოვრების უფლება ჰქონდა. მისი გათავისუფლების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გააძევებენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს