ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირი ჰქონდა კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კრისტოფერ კერბს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებსთან, რა დროსაც, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მემორანდუმის ტექსტში აღნიშნულია, რომ კერბსი არის არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელიც ბოროტად იყენებდა სამთავრობო ძალაუფლებას. კერძოდ, ის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს არამართლზომიერ ცენზურას უწესებდა ამა თუ იმ აზრს, მათ შორის COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემები დიდი ხნის განმავლობაში მოწყვლადი და ჰაკერების ადვილად ხელმისაწვდომი იყო. ამ საქმის გამოძიებას მისი უწყება უკვე აწარმოებს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემები დიდი ხნის მანძილზე ჰაკერებისთვის და კენჭისყრის შედეგებით მანიპულაციისთვის მოწყვლადი იყო. ის გარემოება თქვენი განკარგულების შესასრულებლად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქაღალდის ბიულეტენების შემოღებას გულისხმობს, გვიბიძგებს, რათა ამომრჩეველმა არჩევნების სამართლიანობა დაიჯეროს“, – თქვა გაბარდმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე