მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვისთვის 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს
აშშ-ის ადმინისტრაცია 1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტზე შეთანხმდა,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრაცია თავდაცვის ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, რაც არმიისთვის ოდესმე დამტკიცებულა.
“ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარჯების დაზოგვას, მაგრამ არმია ისეთი რამაა, რაც უნდა ავაშენოთ და ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ბევრი ცუდი ძალა არსებობს ამჟამად”, – თქვა ტრამპმა.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის არმიას, ისტორიაში პირველად, ტრილიონ დოლარიანი ბიუჯეტი ექნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე