წითელას გავრცელების შედეგად ტეხასის შტატში ორი ბავშვი გარდაიცვალა
აშშ-ში, ტეხასის შტატში წითელას დაავადებით მეორე არასრულწლოვანი გარდაიცვალა,- ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
როგორც გამოცემები იუწყებიან, 6 აპრილს ტეხასის შტატში წითელათი ბავშვებში გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტების ცნობით, სკოლის მოსწავლეს ინფექციური დაავადება გაურთულდა. ამასთან, ბავშვს არ ჰქონია რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება და არ ყოფილა აცრილი.
მსგავსი შემთხვევა აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არ ყოფილა.
როგორც გამოცემები იუწყებიან, ეპიდემიური აფეთქება იანვრის ბოლოს დაიწყო და მხოლოდ ტეხასის შტატში 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდა ამისა, ეპიდემიის შემთხვევები, სავარაუდოდ, აქტიურად გავრცელდა ნიუ მეხიკოში, ოკლაჰომაში, კანზასა და მექსიკაში.
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი რეგიონს ეწვია და გარდაცვლილთა ოჯახები მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი ვაქცინის წინააღმდეგი იყო, პოსტზე დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ რომ ეს იყო “წითელას გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა”.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წითელათი დაავადებულთა რიცხვი არ არის დიდი და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლება სათანადო ზომებს მიიღებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე