"თუ ზელენსკი იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან უკან დაიხევს, პრობლემები ექნება" - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს.
ტრამპის თქმითვე, უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ თუ ამას იზამს, დიდი პრობლემები შეექმნება.
„ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“,- აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არასოდეს შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
„მას ნატო-ს წევრობა სურს. მაგრამ ის ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი და მას ეს ესმის“,-განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე კარგი პროგრესია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ გარკვეული პრობლემები შექმნა მოლაპარაკებებში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე