“მოთმინება ამერიკულ მხარესაც ეწურება” – ტრამპი და სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.
“შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მოთმინება ამერიკულ მხარესაც ეწურება – და ჩემი აზრით, ეს კარგია.
ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია რუსეთის ქმედებებით, ამ ხრიკებითა და შეფერხებებით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე ვცადე ამეხსნა, რომ ეს ტიპური რუსული საქციელია: ჯერ რაღაცაზე დათანხმდები და მერე ახალი პირობებით მივუბრუნდები”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბის თქმით, მან ტრამპს ასევე უთხრა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, რაც სანქციებისა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას ნიშნავს.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს და როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი აცხადებს, დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე