"ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი გრანიტივით მტკიცე, როგორც ადრე - ეს ომი წაგებულია" - ვიქტორ ორბანი
დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ჯერ კიდევ არ არის უმრავლესობაში, ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი „გრანიტივით მტკიცე“, როგორც ადრე.
„ყველა ხედავს, რომ ეს ომი წაგებულია. მასში გადახტომა ცუდი გადაწყვეტილება იყო”, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი დაკარგეს, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი.
ვიქტორ ორბანის კომენტარს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე