დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.
ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „ბანქოს სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.
ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.
“ორივეს [რუსეთისა და უკრაინას] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა", - განაცხადა ტრაპმა.
ზელენსკიზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ხედავთ რა ზიზღის აქვს პუტინის მიმართ - ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი ზიზღით შეთანხმების მიღწევა".
მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე