ტრამპი არის “ოქროს თევზი”, ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე
რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.
„ომის დაწყებისთანავე ზელენსკი იშორებდა ყველას, ვინც მისი პოტენციური მოკავშირე იყო. ანტისამხედრო განწყობის მქონე რუსებიდან დაწყებული პოლონელებამდე დამთავრებული. ყოველ ჯერზე ისე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. ყველა მხარდაჭერაზე ისმოდა შეძახილი: „ცოტაა“. და აქ ზელენსკი პირდაპირ ოქროს თევზს მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი. ქვევითაა ოქროს თევზის პასუხი“, – წერს ლატინინა სოციალურ ქსელ X-ზე და დონალდ ტრამპის განცხადებას აზიარებს.
დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე