ტორონტოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ამოტრიალდა
კანადის ქალაქ ტორონტოს აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი(Bombardier CRJ900LR), რომელშიც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან 17 თებერვალს ჩავიდა. ავიაკომპანია Delta Airlines-მა დააზუსტა, რომ რეისს მისი შვილობილი კომპანია Endeavor Air-ი ასრულებდა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა მგზავრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებს ხალხი ამოტრიალებულ თვითმფრინავს.
მედიასაშუალებებით გავრცელდა ვარაუდი, რომ თვთმფრინავი ე.წ. გვერდითი ქარის გამო ამოტრიალდა. ეს ვერსია უარყო აეროპორტის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა. მისი ინფორმაციით, ქარი არ ყოფილა და დასაფრენი ზოლიც მშრალი იყო.
კანადის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე