თურქული გემიდან 9 ტონა კოკაინი ამოიღეს საფრანგეთის საზღვაო ძალებმა
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს თურქული გემი «Haliç-Equality», რომელსაც 9 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. გემი საფრანგეთში შემავალი მარტინიკის კუნძულთან დააკავეს.
ტვირთის სავარაუდო ღირებულება შავ ბაზარზე 3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კოკაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტიაა, რომელიც ამოღებული იყო.
ხელისუფლებამ დააკავა ოთხი ეჭვმიტანილი – სამი კოლუმბიის და ერთი ესპანეთის მოქალაქე.
ცნობისთვის, საფრანგეთის საზღვაო ძალების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში თურქეთის საკუთრებაში არსებული გემების რაოდენობა, რომლებიც ნარკოტიკების გადაზიდვების გამო დაიჭირეს, ხუთამდე გაიზარდა. ამ გემებიდან ამოღებული ნარკოტიკების საერთო რაოდენობა 25 ტონას აღემატება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე