"ირანს არ შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს" - დონალდ ტრამპი
ირანს არ შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის ბირთვულ იარაღს თუ მიიღებს, შემდეგ ყველა მიიღებს და საბოლოოდ, კატასტროფული ვითარება შეიქმნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა – „არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ ეს აბსოლუტურად გარანტირებული გახადოთ, თუ გარიგებას დადებთ”.
პარალელურად, ოვალურ ოფისში ირანზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ იმედოვნებს, ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.
“კარგი იქნება ირანული ბირთვული კრიზისის მოგვარება ისრაელის მხრიდან დაბომბვების გარეშე”,- განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე