საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროებმა უნდა დაიცვან.
შესაბამის განკარგულებას ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციისშემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ. დონალდ ტრამპი უარს ამბობს წესზეც, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ, მიგრანტების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობას აძლევენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ეს გადაწყვეტილებები არაერთი სასამართლო დავის საგანი გახდება.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა, საერთო ჯამში, 80-მდე განკარგულებას.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე