კინორეჟისორი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა
ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ლინჩის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ადამიანისა და მხატვრის, დევიდ ლინჩის გარდაცვალების შესახებ… მსოფლიოში ახლა დიდი ხვრელი გაჩნდა, როდესაც ის ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
გამოცემა Variety-ის ცნობით, 2024 წელს კინორეჟისორს ფილტვის ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს.
დევიდ ლინჩი ცნობილი იყო მის მიერ გადაღებული სხვადასხვა ფილმით, როგორიცაა Blue Velvet, Twin Peaks, Mulholland Drive, The Elephant Man.
დევიდ ლინჩი იყო კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“, ფრანგული „ცეზარის“, ვენეციის ფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი.
ლინჩმა რადიკალურად შეცვალა ამერიკული კინო თავისი სიურეალისტური მხატვრული ხედვით.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე