ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - ებრაული მედია
ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ კატარის დედაქალაქ დოჰაში ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელების ტყვეობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ხელშეკრულება ძალაში მისი ხელმოწერიდან ორ-სამ დღეში შევა. დოკუმენტი სამი ფაზის განხორციელებას გულისხმობს.
კერძოდ, პირველი ფაზის დროს, რომელიც 42 დღე გაგრძელდება, „ჰამასი“ 33 ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის თავდაცვის არმია ღაზაში უკან დახევას დაიწყებს, მაგრამ ანკლავის პერიმეტრს უსაფრთხოებისთვის შეინარჩუნებს. პირველი ფაზის დროს ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში ბრალდებული პალესტინელების ციხიდან გამოშვებას დაიწყებს. 42-ე დღის ბოლოს ებრაელი ჯარისკაცები ღაზაში მხოლოდ ე.წ. ფილადელფიის კორიდორში დარჩებიან.
ამის შემდეგ ამოქმედდება ხელშეკრულების მეორე ფაზა. „ჰამასი“ კიდევ გაათავისუფლებს ტყვეებს, სანაცვლოდ ისრაელი ღაზაში განთავსებულ საკუთარ ჯარებს უფრო უკან დახევს. ხელი მოეწერება უსაფრთხოების პროტოკოლს, რომელიც პალესტინელი ლტოლვილების ღაზის სექტორში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
მესამე ფაზის დროს დაჯგუფება თავის ტყვეობაში დარჩენილ ყველა მძევალს გამოუშვებს, ხოლო ამის შემდეგ ისრაელის ჯარები სრულად გავლენ ღაზის სექტორიდან.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე