"უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ" - მაკრონი
უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინაში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ იქნება. უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ევროპელები იმედს უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ამყარებენ, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინის კაპიტულაცია კარგი არც ევროპისთვის იქნება და არც აშშ-ისთვის.
„აშშ სიტუაციის ხასიათის შეცვლაში უნდა დაგვეხმაროს და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში უნდა დაარწმუნოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ-ის გამარჯვების შანსი არ ექნება, თუ უკრაინა დამარცხდება. უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს