რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს
რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდი დარტყმა განახორციელა. თავშესაფრებში დარჩით!“ - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე