შვეიცარიამ რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
შვეიცარიამ რუსეთის და ბელარუსის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
სანქციები 54 ფიზიკურ პირს, 30 კომპანიას და ორგანიზაციას დაუწესდა. მათი აქტივები შვეიცარიაში გაიყინა. ასევე, ქვეყნის მთავრობამ სასამართლოებს ამ კომპანიებისთვის მომსახურების გაწევა აუკრძალა.
„სანქციები, ძირითადად, დაუწესდა ტანკერებს, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და მათი მეშვეობით ხდება ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასზე შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა. ასევე, მათი მეშვეობით ხდება რუსეთის სამხედრო ტვირთების და მოპარული უკრაინული ხორბლის ტრანსპორტირება“, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე