" ვცდილობთ, შევაჩეროთ უკრაინაში მიმდინარე ომი - უკრაინის აღდგენას 100 წელი დასჭირდება"- დონალდ ტრამპი
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.
„უყურებ ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი შენობა არ დგას. ეს არის 100 წლიანი რეკონსტრუქცია. 100 წელი დასჭირდება მის აღდგენას და ვერასდროს გექნება ისეთი, როგორიც იყო. რა სირცხვილია. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა“, - ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ცდილობენ, რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ და ამ მხრივ მცირე პროგრესიც არის.
„ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი, ის საშინელი ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. მცირე პროგრესი გვაქვს. საზიზღრობაა. ადამიანები კლავენ ერთმანეთს იმ დონეზე, რომელიც არავის უნახავს. ძალიან სწორი ველებია და ერთადერთი, რაც აჩერებს ტყვიას, არის სხეული, ადამიანის სხეული. ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ორივე მხრიდან იღუპებიან, ასტრონომიულია. მსგავსი არაფერი მინახავს. არავის მსგავსი არაფერი უნახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს.
“ზელენსკი მზად უნდა იყოს გარიგებისთვის და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია