გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს
შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
მისი თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული.
„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, - განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე