რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა განხორციელდა
რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული მონაცემებით, რუსეთის რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
ზოგიერთი რუსული ტელეგრამ არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი იყო.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დილით ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ მოგერიებული უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა კორაბლინსკის რაიონში ოთხი სახლი დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ამასთან, უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი