ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში
აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ძლიერი ქარის გამო, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ,,სიენენი” იუწყება.
გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა ამოძირკვა ხეები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მანქანები. 600 000-ზე მეტ აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგია. შტატის ნაწილში შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარი ჩრდილოეთ კალიფორნიის მიმართულებით გადაინაცვლებს, სადაც სტიქიას უხვი ნალექიც დაემატება.
ქარიშხლის სისტემა, რომელიც ფიქსირდება სამშაბათიდან, განიხილება ,,b omb ციკლონად “, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ციკლონი სწრაფად ძლიერდება.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი