ტრამპს თავისი პრეზიდენტობის ოფიციალური ვადის ათვლის პირველივე დღეს სურს, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ იქნებოდა დიქტატორი – გარდა პირველი დღისა. მისივე თქმით, თეთრ სახლში ყოფნის პირველ დღეს მას ბევრი საქმე ექნება,- ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.
მის დღის წესრიგში შედის: მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყება; ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაუქმება განათლების შესახებ, ფედერალური მთავრობის გადაფორმება პოტენციურად ათასობით ფედერალური თანამშრომლის გათავისუფლებით, რომელიც, მისი აზრით, ფარულად მუშაობს მის წინააღმდეგ; იმ ადამიანების შეწყალება, რომლებიც დააკავეს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის არეულობაში მონაწილეობისთვის; უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა.
ტრამპის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ პირველი კვირის განმავლობაში ათობით აღმასრულებელი ბრძანება იქნება გაცემული. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის კი შედის უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა ომის დასასრულებლად.
პრეზიდენტად არჩევამდე, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეუძლია ერთ დღეში დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მედიის ცნობით, განხილული ერთ-ერთი ვარიანტი მოითხოვს უკრაინის დათმობას ზოგიერთი ტერიტორიის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ტრამპის პოტენციურ გეგმაზე კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ომის სწრაფმა დასრულებამ შესაძლოა, უკრაინის დანაკარგები გამოიწვიოს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე