,,უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს"- ვოლოდიმერ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.
„ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამას ჰქვია დივნის ექსპერტები. ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. ადამიანები, რომლებსაც ომი არ განუცდიათ და მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ - ეს სხვა ამბავია. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უომიათ პუტინთან. ეს არის ანალიტიკა ომის ღრმა გაგების, ომის შედეგებისა და რისკების გააზრების გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე არის მოდელი, რომლის შესახებაც საუბრობს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრაზილია, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი.
„ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე სხვა რამ. უნდა გავიგოთ, რა არის „სხვა რამ“?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს