ბაიდენმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა თავისი მზადყოფნა უზრუნველყოს (ძალაუფლების) მშვიდად გადაცემა და ხაზი გაუსვა ქვეყნის გასაერთიანებლად მუშაობის მნიშვნელობას. მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად. პერსონალი უახლოეს მომავალში მოახდენს ზუსტ თარიღზე კოორდინაციას“, – განაცხადა წყარომ.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი